მალტის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქის სლიმას მოსახლეობამ დაიწყო კამპანია, რომელიც ტურისტებს მოუწოდებს რომ ქუჩებში საცურაო კოსტიუმებით აღარ იარონ. სიახლის შესახებ Times of Malta წერს.
მთელი ზაფხული ბევრი ადგილობრივი ჩიოდა სოც-ქსელებში იმის შესახებ, რომ დამსვენებლები გახდილები დადიოდნენ ყველგან, პლაჟზეც, ქუჩებშიც და მაღაზიებშიც.
ერთ-ერთმა აქტივისტმა მთელი ქალაქის მასშტაბით 60-მდე პლაკატი გამოფინა და ტურისტებს შესაფერისად ჩაცმისკენ მოუწოდა.
ადგილობრივებმა სიტუაციაში გარკვევისა და ჩარევისკენ მოუწოდეს მერიასა და პოლიციის კომისარსაც.
შეგახსენებთ, რომ ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას ბევრი ევროპული ქალაქი ითხოვს, რათა ადგილორბივთა ცხოვრება გააუმჯობესოს.