LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციამ დააკავა

195
Untitled design (1)

მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციამ დააკავა.

გლდანში შვილმა მამა მოკლა

„ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო“ – გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g