LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა“

193
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარულ სხდომას, რომელზეც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭისყრით დაამტკიცონ.

ვიდეო: სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის – „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ზოგადი და ყალბი მოწოდებებით გამოდიან. მისივე განცხადებით, „აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს საუკუნის აფერაა“.

მამუკა მდინარაძე – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ

„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?!

ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…

ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები!

ვინ აფინანსებს? – ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!

ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინასება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!

კი გამჭვირვალობას!

კი საქართველოს დამოუკიდებლობას!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს – ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას

დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

ცნობისათვის, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირებაც.

უფრო ვრცლად:

ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“

„თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი”- ნინო წილოსანი

„დაჯექი, შე გაუნათლებელო ქალო“ – დეკანოიძე წილოსანს

„ქინძი“, „ქათამი“, „მამაძაღლი“, „არაკაცი“- ირაკლი ქადაგიშვილის და პაატა მანჯგალაძის სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

რიმა ბერაძე: „რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს – ვერავითარი მაიდანი ვერ შედგება“

magti 5g