„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერს.
შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს“
„სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“
მდინარაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს „ფეისბუკში“ გამოეხმაურა:
„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?
ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება?!
ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება?! 😊 ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან 😊
Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ორშაბათი, 21 ივლისი, 2025