„გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერს.
მისი სიტყვებით, პრეზიდენტის წარდგენილ „ლოკალურ ომის ქარტიას“, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს“:
„არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ნაცები“ ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ.
გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში“. – წერს მამუკა მდინარაძე.
ასევე ნახეთ„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში"
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
პრეზიდენტმა აღნიშნული ქარტის შესახებ, გუშინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას, ორბელიანების სასახლესთან ისაუბრა და თქვა, რომ ქარტია გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მას ჩაატარებს თავისუფალ გარემოში.
გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა…
Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Sunday 26 May 2024