LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „კადრები რაც გაავრცელეს, აქციაზე ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი და ამბობენ, ათეულობით ათასი იყოო, რატომ იკლებენ არ მესმის. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება, იქნებ გაგვარკვიონ“

175
მამუკა მდინარაძე

„იყო წინასაარჩევნო აქცია, მაგრამ ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდებები არ ისმოდა. ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, ვის მივცე ხმა – ამაზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ იყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს აქციაზე ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით:

„მთელი დღეა კამპანია აქვთ რაოდენობასთან დაკავშირებით. კადრებში, რაც გაავრცელეს, ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი, რატომ იკლებენ და რატომ ამბობენ ათეულობით ათასი იყოო, არ მესმის. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება ვერ გავარკვიეთ, იქნება გაგვარკვიონ. ასეთ მანიპულაციებში არიან“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g