LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „წარმოუდგენელია ევროსტრუქტურამ კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს, სანქციების თქმაც კი მარაზმულია – რა სანქციით უნდა შეგვაშინონ“

142
მამუკა მდინარაძე

„სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების მიერ „გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამო უმრავლესობის დეპუტატების შესაძლო სანქცირებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ეს წარმოუდგენელი მარაზმია:

ასევე ნახეთ

„აი, ეს არის ის, რაც გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა, როგორი არ უნდა იყოს ევროპული პარლამენტი.“

„ჯერ ერთი, წარმოუდგენელია ევროსტრუქტურამ კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს, წარმოუდგენელია, მარაზმია.

შალვა პაპუაშვილი: „29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებს ევროპარლამენტართა ჯგუფი, მათ უნდათ მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს“

მათ შორის, სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას – „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს – ვიოლა ფონ კრამონი

mazda magti 5g