3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ.
პატარა გიორგისთან ერთა მყოფ მის დედას – მანანა ჯაჭვაძეს და ბებიას – მარინე ხორბალაძეს მაშველებმა ძებნა-შველის ოპერაციის დროს, სტიქიის ზონაში გარდაცვლილებს მიაკვლიეს.
როგორც ოჯახის ნათესავი წერს, მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, მას 15 აგვისტოს დაკრძალავენ.
„შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ)
მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე..
ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს…“ – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.
შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჩვენი ოჯახის წევრს მანანა ჯაჭვაძეს ❤️? 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის…
Posted by Giorgi Khorbaladze on კვირა, 13 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, შოვში მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 9 ადამიანს.
მამიდა გადმოსვენებულია, მამიდაშვილს და მის პატარა ანგელოზს ჯერ ვერ მივაკვლიეთ – გიორგი ხორბალაძე