სასამართლომ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით იმსჯელა, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, ჩვენი სამართლებრივი პოზიცია საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
„თხოვნაა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებაში ჩადო, გააშუქოთ. დამერწმუნეთ, სასამართლოს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი გაცემული. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადაო და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებს არ გასცდენია. ვფიქრობ, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია, უმრავლესობის პოზიციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრი, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას – მოგეხსენებათ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის და სასამართლო ვერ შევიდოდა აღნიშნული საკითხზე მსჯელობაში, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე