ინფლუენსერი, ტელეწამყვანი და მომღერალი მანუ მურღულია ახალ ფოტოსესიას გვიზიარებს, რომელიც ფერად ფოტოსაც მოიცავს და შავ-თეთრ კადრებსაც.
მომხიბვლელი მომღერალი ახალ ფოტოკადრებში შეუდარებლად გამოიყურება.
ფოტოსესიის ავტორია განა შახბაზოვა.
ფოტოებს გამოხმაურება მოჰყვა მომღერლის „ინსტაგრამ-გვერდზე“:
„ქალი – ცეცხლი, ქალი – დივა“
„სუპერვარსკვლავი…“
„ვარსკვლავი, სახელად მანუ“
„როგორი ლამაზი ხარ, გოგონა…“
მანუ თავისი პირველი სოლოგამოსვლისთვის ემზადება, რომელიც 14 თებერვალს შედგება. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი დიჯეი ყაზახეთიდან, რომელიც თავის ტრეკებში ხშირად იყენებს ქართულ მუსიკას. საღამო რესტორან „პარადისოში“ შედგება.