LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ყველა მხარის პოზიციები შეჯერდება: დავით სერგეენკო

44
დავით სერგეენკო

„მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ყველა მხარის პოზიციები შეჯერდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არგუმენტების გაცვლის საშუალებას საკომიტეტო სხდომები იძლევა და არა გარედან „შემოთვლა და მოძახილი.“ აღნიშნულის შესახებ ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმებაა და არა კანონპროექტის ჩარჩო.

„შარლ მიშელის დოკუმენტი პოლიტიკური შეთანხმებაა და არა კანონპროექტის ჩარჩო. კანონპროექტი იქმნება აქ, პარლამენტში, კერძოდ, კომიტეტში. მეც მაქვს შინაგანი რწმენა, რომ პოზიციები დაახლოვდება.

საკომიტეტო მოსმენა და არა გარედან შემოთვლა, მოძახილი, იმის საშუალებას იძლევა, რომ არგუმენტების გაცვლა, ერთიან პოზიციაზე შეჯერება ღიად, საჯაროდ მოხდეს, მჯერა ასე იქნება,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სენატორებს ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე: ირაკლი კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g