LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მარგოს ფინანსური პრობლემები აქვს” – ნიკოლ კიდმანი, ელ ფენინგი, მიშელ პფაიფერი და ნიკ ოფერმანი ახალ სერიალში

164
photo-collage.png (10)

15 აპრილს, Apple TV+-ზე ახალი სერიალი – ,,მარგოს ფინანსური პრობლემები აქვს” (Margo’s Got Money Troubles) გამოვა.

სატელევიზიო შოუში, რომელიც რუფი თორპის ამავე სახელწოდების 2024 წლის რომანს ეფუძნება, მთავარ როლებს, ნიკოლ კიდმანი და ელ ფენინგი ასრულებენ. მათთან ერთად, სერიალში მიშელ პფაიფერი და ნიკ ოფერმანიც მონაწილეობენ.

სიუჟეტის მიხედვით, Margo’s Got Money Troubles მოგვითხრობს ახალგაზრდა მარგოს (ელ ფენინგი) შესახებ, რომელიც კოლეჯიდან გამორიცხვის, მოულოდნელი ორსულობისა და ვალების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გადასარჩენად მარგო OnlyFans-ზე იწყებს მუშაობას და ამაში მამამისის (ნიკ ოფერმანი), ყოფილი მოჭიდავის რჩევებს იყენებს.

კიდმანი სერიალში ლეისს — ყოფილ პროფესიონალ მოჭიდავესა და ამავდროულად, ადვოკატს განასახიერებს.

პროექტის საპრეზენტაციო ჩვენება 8 აპრილს, ნიუ-იორკში შედგა.

ცნობისთვის, ნიკოლ კიდმანისა და ელ ფენინგის მონაწილეობით სულ მალე კიდევ ერთი სერიალი გამოვა. მათი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ ფილმებსაც, როგორებიცაა: სოფია კოპოლას The Beguiled და ჯონ კამერონ მიტჩელის How to Talk to Girls at Parties.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები