LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ციმინტია: „ახალი პრაქტიკა დამემატა, ორსულობის ფერიას მეძახიან, უკვე 17 შედეგი მაქვს“

462
მარიამ-ციმინტია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ეზოთერიკოსი, მომღერალი, ტელეწამყვანი, მარიამ ციმინტია. მან წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

როგორ დავიცვათ თავი ჯადოსგან – ექსტრასენს მარიამ ციმინტიას რჩევები: „დიდი ძალა აქვს ვერცხლს!..“

შენ განსაკუთრებით პოპულარული „ექსტრასენსების ბრძოლიდან“ გახდი

დიახ, ასე იყო, ჯილდოც მივიღე, წლის საუკეთესო ექსტრასენსი გავხდი. წელსაც მპატიჟებდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ცენტრი მაქვს, თან თითქოს გავზიარდე, დავღვინდი, აღარც დრო მაქვს, უარი ვთქვი. მე ისე მიყვარს ჩემი პროფესია… ჩემი თავი მაქვს ნაპოვნი. სხვათა შორის, ჩვენს ეზოთერიკოსებს ამბიციები უჩნდებათ. ჩემი აზრით, მთავარი არის კოლეგიალობა. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. ჩვენს შორის არის ჯანსაღი კონკურენცია, თუმცა ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. იმ სიტუაციაზე, რომელშიც დღეს ჩვენი ხალხია, გული შეგვტკივა. ჩვენ ადამიანებს ხშირად ვუგზავნით დადებით იმპულსებს. ბოლო რამდენიმე წელია გამოძიებების სფეროს ჩამოვშორდი, მამძიმებდა რაღაცნაირად. მეც, როგორც თითოეულ ადამიანს ეჭვი მეპარება ხოლმე დროდადრო საკუთარ ძალებში. ეს ბუნებრივია.

რთულია ასეთი ცხოვრება, როცა სხვანაირად ხედავ სამყაროს?

დიახ, ჩვენ უფრო სენსიტიურები ვართ, თუმცა ჩვენი მოტყუებაც შესაძლებელია. ბოლო პერიოდში მე ოკულტურ სფეროში ვარ, კურთხევაც მაქვს მიღებული მამაოსგან. მაქვს ჩემი პრაქტიკა, რომელშიც ვაერთიანებ ფსიქოლოგიურ ნიუანსებსაც. ახალი პრაქტიკა დამემატა, „ორსულობის ფერიას“ მეძახიან. უკვე 17 შედეგი მაქვს, თან ისეთ წყვილებში, რომლებსაც მრავალი წელი არ უჩნდებოდათ შვილები. ექოსკოპიის ფოტოების დაფა მაქვს უკვე. მარტივად რომ გითხრათ, ენერგეტიკულ ბალანსს ვაწესრიგებ. ორგანიზმი მზადყოფნაში მომყავს. როდესაც თქვენ მიდიხართ სპეციალისტთან, ის კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს.

რა ემოციები გვონდა, როცა ჯილდო აიღე?

რა თქმა უნდა, ჯილდოს მიღება სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი ჯილდო არის ადამიანების სიყვარული. როცა ადამიანს ეხმარები და ეს სითბო გიბრუნდება.

ძალიან საინტერესო წიგნი გამოუშვი, საოცრად საინტერესო რიტუალებია ასახული…

მე ახლა ვწერ წიგნს, შუამდე ვარ მისული, თუმცა ჯერჯერობით დაპაუზებული მაქვს. საკმაოდ რთული წიგნი იქნება. იქ ვწერ, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ცხოვრება ისე, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს. ძალიან მალე ახალი ტექნიკები წამოვა, ეზოთერიკული მეთოდები, მედიცინაში გარღვევები იქნება, ადამიანებს ტელეპათიური გზის საშუალებით შეეძლებათ კონტაქტი,

რა ხდება მაშინ, როცა რიტუალს არასწორად აკეთებს ადამიანი?

გააჩნია რა კეთდება, ძირითად შემთხვევაში უბრალოდ არ მუშაობს, თუმცა, თუკი სერიოზულ რიტუალებზე გვაქვს საუბარი, მაშინ შეიძლება ნეგატიურად დაგვიბრუნდეს.

როდის შემოდის 2025 წელი?

29 იანვარს შემოდის 2025 წელი, მე კუდებს ვეძახი ხოლმე. თუმცა რაც შეეხება არასტაბილურ ვითარებებს, მარტამდე გასტანს ყველაფერი მეტ-ნაკლებად. კარმული წელიწადი ბევრს ჰქონდა გასულ წელს, თუმცა ეს კარმული დარტყმები ცუდი სულაც არ არის, ყოველივე ეს გაზრდისთვის გვეხმარება. ახლა პირდაპირი ვიქნები, წინ აგრესიის, კონფლიქტების, შეჯახებების წელიწადი გველოდება, თუმცა დაოჯახებისთვის კარგი წელია, ასევე შვილის შეძენისთვის. ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, ბევრი ტექნოლოგიური მიღწევა გველის და აგრეთვე 2025 წელი მედიცინის კუთხითაც ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენს ქვეყანაში აგვისტომდე ცვალებადი პერიოდები გველის.

@www.fortuna.ge

ექსტრასენსი და მეტაფიზიკოსი, მარიამ ციმინტია სტუმრად “ფორტუნა პლუსის” გადაცემა “ვიზიტორში” 🎙

♬ original sound – fortuna.ge

მოდით, ნუმეროლოგიურ ცხრილს შემოგთავაზებთ:

აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი, დღე, თვე და წელი – ყველა ციფრი ერთმანეთს მიუმატეთ, ჯამს რასაც მიიღებთ, ეს იქნება თქვენი რიცხვი.

1-იანი-5-იანი – თქვენ ბიზნესში და საქმიან სფეროში წარმატებული წელი გელოდებათ, ბევრი წინსვლაა მოსალოდნელი.

2-იანი და 4-იანი – ოჯახურ საქმეებში პრობლემები დაგილაგდებათ, ასევე შეიძლება დაოჯახდეთ.

3-იანი და 7-იანი – საკმაოდ დიდი წარმატება გელით თვითრეალიზაციაში.

6-იანი და 8-იანი – ყველაზე მეტად თქვენ გაგიმართლათ, გელოდებათ ყველაფერი კარგი, იღბალი ყველა სფეროში, რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ.

7-იანი – იურიდიული საკითხების მოგვარების წელი გექნებათ, 2025 წელი ქონების გაფორმების პერიოდია.

9-იანი – სულიერი ზრდის წელი გელით. უნდა აპატიოთ სხვებს.

რაც შეეხება რიტუალს: დადეთ ყულაბა ოთახის ერთ კუთხეში და ჩააგდეთ ხოლმე 5-იანი, თუნდაც 5 თეთრი, მთავარია იყოს 5. რაღაც პერიოდში, ვთქვათ, სამ თვეში გატეხეთ ეს ყულაბა, ხელში რაც დაგეტევათ, იმ ფულით რაიმე სიმბოლურად შეიძინეთ, ოღონდ რაღაც ნაწილი დატოვეთ, შემდეგ კი გააგრძელეთ დაგროვება. ასე უნდა იტრიალოს ამ თანხამ მთელი წლის განმავლობაში. ეს რიტუალი ბარაქას მოგიტანთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები