LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილი: „ჩემი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესოა… ადამიანი, რომელსაც ჩემს ყველა სიმღერას ვუძღვნი, ჩემი მეუღლეა…“

1175
მარიამ ელიეშვილი

მომღერალი მარიამ ელიეშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს, როგორია ოჯახური ცხოვრება. ის ახლახან დაოჯახდა. მისი რჩეული აშშ-ში ცხოვრობს, სადაც მარიამი ტავადაც აპირებს მალე საცხოვრებლად გადასვლას.

მარიამ ელიეშვილი: 

ჩემი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესოა. კარიერული თვალსაზრისითაც, ჩემს მეუღლესთან ერთად, უფრო ბევრს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც და პროფესიულ საქმიანობასაც შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ვუძღვები. მგონი, გამომდის, რომ ყურადღება არცერთს არ მოვაკლო.

მიუჩვეველი იყავი ოჯახს და პროფესიას შორის ყურადღების განაწილებას. როგორ აუღე ალღო?

ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას. გიორგი ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორია. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ ოჯახურმა საქმეებმა და საერთოდ, ჩვენმა ოჯახურმა ცხოვრებამ, ხელი კი არ შეუშალა ჩემს კარიერას, პირიქით, შეუწყო. ჩემი მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მუდმივად გვერდით მიდგას და მამხნევებს. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ბალანსი დავიცვა და მინდა, მეუღლეს დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი მხარდაჭერისთვის. გიორგი საუკეთესო მეუღლეა და მეც ვცდილობ, მისთვის ღირსეული მეორე ნახევარი ვიყო.

როგორც ვიცი, მეუღლეს უძღვნი ყველა ახალ სიმღერას.

ასეა. ადამიანი, რომელსაც ჩემს ყველა სიმღერას ვუძღვნი, ჩემი მეუღლეა. ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენის შემდეგ ყველა სიმღერა განსაკუთრებულად იმღერება. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის ეს ძალიან ემოციურია. ჩვენ ხშირად გვიწევს განშორება, მე საქართველოში ვარ ხოლმე, გიორგი – ამერიკაში და როცა ჩვენ შორის ამხელა მანძილია, მისთვის ეს განსაკუთრებით ემოციურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g