LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის დადგენილებაში ნათლად არის ასახული და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წაიკითხოს, რომ პირიქით, მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც არალეგალური მიგრაციის მომატებული რისკია

138
ქვრივიშვილი

საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა საემიგრაციო კუთხით, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან რაც გულისხმობს არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილება არსებულ რეგულაციებს ამკაცრებს და შესაბამისად, დადგენილება მიმართულია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის ზრდის წინააღმდეგ. ქვრივიშვილის განცხადებითვე, მთავრობის აღნიშნულ დადგენილებასთან მიმართებით, მორგი ჯერზე ვიხილეთ დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოს, სავიზო პოლიტიკა გამარტივდა.

„სწორედ აღნიშნული პოლიტიკის საფუძველზე იზრდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია მდგრადად და სტაბილურად, ჩვენ ასევე ვიხილეთ ტურიზმის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა, რომელიც ასევე ცხადყოფს, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოდის საკმაოდ დივერსიფიცირებულად და ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნებიდან. მეორეს მხრივ, შსს მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოში არ მოხდეს არალეგალური მიგრაციის ზრდა და პირიქით, მოხდეს ამის პრევენცია.

სწორედ ეს არის აღნიშნული მთავრობის დადგენილება, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომელიც ზუსტად რომ ემსახურება არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას და გამკაცრებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მორიგ ჯერზე ასევე ვიხილეთ დეზინფორმაცია და ჩვენი საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა, პირიქით, მოხდა სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება.

უფრო მეტად რომ განვმარტოთ, აღნიშნული მთავრობის დადგენილება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამკაცრებს არსებულ დადგენილებას, რომლითაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოდიოდნენ უვიზოდ, თუ ჰქონდათ ვალიდური ბინადრობის უფლება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ამ დადგენილებაში ხვდებოდნენ მათ შორის ის ქვეყნები, რომლებიც უკვე აღნიშნულია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, მათ შორის, ინდოეთი, ფილიპინები და სხვა ქვეყნები. მთავრობის დადგენილებაში ნათლად არის ასახული, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წაიკითხოს, გარკვევით წერია, რომ პირიქით, იზღუდება და მკაცრდება სავიზო რეგულაციები გარკვეული ქვეყნებისთვის, საიდანაც უკვე არალეგალური მიგრაციის მომატებული რისკია. სწორედ ამ დადგენილებამ შეზღუდა ზემოაღნიშნული ქვეყნების უვიზოდ ქვეყანაში შემოსვლა, თუკი მათ მინიმუმ ერთ წელზე მეტი არ აქვთ [სპარსეთის] ყურის ქვეყნების ბინადრობის უფლება. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება მხოლოდ და მხოლოდ ამკაცრებს იმ სავიზო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g