LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიონ კოტიარი და გიომ კანე 18 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილი განცხადებას ავრცელებს

687
page

ფრანგი მსახიობები, მარიონ კოტიარი და გიომ კანე 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი მათ არ დაუკონკრეტებიათ.

„18 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთმანეთს დავშორდეთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ურთიერთპატივისცემითა და კეთილგანწყობით. ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი სპეკულაცია, ჭორდა ინტერპრეტაცია. ამ განცხადების გამოქვეყნებით ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ჩვენს პირად ცხოვრებას, განსაკუთრებით კი ჩვენს ორ შვილს მიეცეთ მშვიდი გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს. 2003 წელს კი ყველასათვის საყვარელ ფრანგულ ფილმში „შემიყვარე თუ გაბედავ“ მიიღეს მონაწილეობა. 49 წლის კოტიარსა და 52 წლის კანეს ორი შვილი, 14 წლის მარსელი და 8 წლის ლუიზი ჰყავთ.

47 წლის მარიონ კოტიარი ,,შანელის” გალა ვახშამზე ბრენდის კლასიკურ ორეულში მივიდა

მარიონ კოტიარი და გიომ კანე პრემიერაზე ბრიუსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები