მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ, – ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა აშკარად მოქმედებდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია.
დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე, კიოლნში დაასრულა.