LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც ბრიჯიტ მაკრონმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინა, რომ ის ნამდვილად ქალია, ის Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

169
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, Dior-ის ქალთა ხაზის კრეატიულ დირექტორის რანგში, ჯონათან ანდერსონის პირველი დეფილე შედგა. ჩვენებას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყვნენ: კარლა ბრუნი, დევა კასელი, ჯენა ორტეგა, ანია ტეილორ-ჯოი, ჯონი დეპი, როზამუნდ პაიკი, ჯენიფერ ლოურენსი, შარლიზ ტერონი, ანა ვინტური, ჯულიეტ ბინოში და არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი.

ეს უკანასკნელი, როგორც ყოველთვის დახვეწილი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი. 72 წლის ბრიჯიტს მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და ღია ცისფერი, ორ ბორტიანი პიჯაკი ამშვენებდა. მან ფოტოები უამრავ ვარსკვლავთან ერთად გადაიღო, დიდი სიამოვნებით პოზირებდა კარლა ბრუნისთან და ჯონი დეპთან.

ცნობისთვის, ეს ემანუელ მაკრონის მეუღლის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად ქალია.

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ქალია

ბრიჯიტ მაკრონმა ჟურნალისტებთან სასამართლო დავა წააგო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ის მამაკაცად დაიბადა და 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები