LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემი კარიერით იამაყებს და გვერდში დამიდგება“ – რატომ გადადო ნუცა თოფურიამ გათხოვება გაურკვეველი ვადით

977
ნუცა თოფურია

მომღერალი და მსახიობი ნუცა თოფურია „სარკესთან“ ამბობს, რომ 2026 წელი მისთვის კარგად დაიწყო, რადგან უკვე დაიგეგმა კონცერტი უცხოეთში და ასევე უკვე ცნობილია, რომ ახალ სპექტაკლში ითამაშებს.

ნუცამ პირად ცხოვრებაზეც გაუმხილა „სარკეს“ რამდენიმე დეტალი.

კითხვაზე, ხომ არ უახლოვდება იმ ეტაპს, როცა ქალს უნდება ოჯახის შექმნა, შვილი და დედობა“, ნუცა პასუხობს.

„სხვათა შორის გუშინ ვფიქრობდი ამ თემაზე და რატომ, ახლავე გეტყვით. სერიალ „მარჯვენა სანაპიროს“ მეხუთე სეზონის გადაღებები დაიწყო, სადაც ბატონი მერაბ სეფაშვილი თამაშობს ჩემი პერსონაჟის მამამთილის როლს. გუშინ მქონდა ასეთი სცენის გადაღება, როდესაც მამამთილი მირეკავს და მეუბნება, ჩემო საყვარელო რძალო, უნდა დამეხმარო, ჩემი მეგობრებით ამოვალ სახლში და გვიმასპინძლეო.

პირველად მომიწია ოჯახური ცხოვრების ამ კუთხესთან შეხება, ვფუსფუსებდი მამამთილის ძმაკაცებისთვის, ჩემს სადღეგრძელოსაც სვამდნენ, აქეთ ბავშვს ვუვლიდი, იქით ყავას ვადუღებდი და ნამცხვარს ვჭრიდი, მოკლედ გადაღებები რომ დამთავრდა, ხმამაღლა ვთქვი, გათხოვებას გაურკვეველი ვადით გადავდებ-მეთქი“, – ამბობს ნუცა თოფურია „სარკესთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი კარიერაა და ჯერ არ სცალია პირადი ცხოვრებისთვის.

„მე მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემი კარიერა დისკომფორტს არ შეუქმნის, პირიქით იამაყებს და გვერდში დამიდგება. ასეთი კი ჯერჯერობით არსად მინახავს“, – ამბობს ნუცა.

სრული ინტერვიუ იხილეთ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g