მიმდინარე წელი ახალ ჰოლივუდური რომანით დაიწყო. ჰიუ ჯეკმანი, რომელიც ერთი წლის წინ დებორა ლი ფერნის 27 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ახლა კოლეგას, მსახიობ, სატონ ფოსტერს ხვდება.
წყვილი ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს და როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი ერთად საოცრად კომფორტულად გრძნობს თავს. ამჯერად ჰიუ და სატონი საყიდლებზე გადაიღეს. ორივეს ყოველდღიური სამოსი ეცვა, თუმცა, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალში საცემი გახლდათ 49 წლის ფოსტერის ყოველდღიური „ლუქი“. ახალმა ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„მცირე უგემოვნობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?“, „ჯეკმანის ექსს უკეთესი გემოვნება ჰქონდა“, „აშკარად საოცრად ბედნიერები არიან“, „უკვე გაუშინაურდნენ ერთმანეთს“, – არ წყდება კომენტარები.