ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული – როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე?
ვიცი გაინტერესებდათ, საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება ვინაიდან მდგომარეობა სახლში ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე კერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი”,-წერს ხიდაშელი ფეისბუქში.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თინა ხიდაშელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
