LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდრული სასტუმრო, სექსუალური მინი-კაბა და ვარსკვლავური მეგობრები – ლორენ სანჩესის დაუვიწყარი ქორწინების წინა წვეულება

201
ლორენ სანჩესი

ლორენ სანჩესმა უახლოეს მეგობარ გოგონებთან ერთად ქორწინების წინა წვეულება გამართა. საღამო პარიზის პრესტიჟულ სასტუმროში დაიგეგმა, სადაც ლორენ სანჩესის საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კეტი პერი, კიმ კარდაშიანი და კეტილინ ჯენერი.

ლორენ სანჩესი ქორწილის წინა წვეულებაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა Galia Lahav-ის სექსუალური კაბაში, ეს გახლდათ ატლასის მინი-კაბა, რომელიც შავი კანტით იყო გაფორმებული.

წვეულება რესტორნის ტერასაზე გაგრძელდა, რომლის კადრებიც ინსტაგრამზე თავად ლორენ სანჩესმა გაავრცელა, ისევე როგორც ფოტოები თავად წვეულებიდან, სადაც ხალათში გამოწყობილი გოგონები მომავალ პატარძალთან ერთად პოზირებენ.

მოგვიანებით ღონისძიების სტუმრები სასტუმროს გამოსასვლელთან გადაიღეს, სადაც სანჩესმა Galia Lahav-ის კაბას თეთრი ფერის ულამაზესი პალტო შეუხამა. ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

მედიაში ვრცელდება იმ არტისტთა ვინაობა, რომლებმაც შესაძლოა, ჯეფ ფეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი მუსიკალურად გააფორმონ

ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გრანდიოზულ ქორწილზე მიწვეული სტუმრების სია ცნობილია – ვის გაუმართლა

ქორწილი მილიარდ დოლარად – ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა „დოლჩე და გაბანას“ მაღაზია „გამოზიდეს“ – სამზადისი დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები