„ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
„ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!
ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!
გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!
ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად…
Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024