LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე სააკაშვილზე: „გამოსავალია ჭამოს, ვეხვეწებით“

139
Untitled design (4)

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების იმედად თვითდაზიანებას აგრძელებს.

კობახიძე: „სათანადო კალორაჟის საკვები შეიტანონ, სააკაშვილის ოჯახის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“ 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მან საკვები მიიღოს:

„ერთი პროცენტით დაუშვით, რომ მართლა ვერ ჭამს. არადა, ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს, ანუ თვითდაზიანებას ეწევა. ეს რომ არ დაიჯერონ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა, კითხვა მარტივია: სხვა სამედიცინო მომსახურებას რატომ არ იღებს სხვა? მაგალითად, გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს, შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის გათავისუფლების იმედად თვითდაზიანებას აგრძელებს.

ყველას მარტივად შეუძლია დასვას კითხვა – რატომ არ იკეთებს გადასხმას. გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, კიდეც რომ ვერ ჭამდეს, მაგრამ, სინამდვილეში, ჭამაც შეუძლია და თვითდაზიანების მიზნით კალორაჟს არ იღებს. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს, მაგალითად, გათავისუფლებით.

გამოსავალია ჭამოს, ვეხვეწებით. ადამიანმა შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა და კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ შეჭამოს საჭმელი, რომელიც თან მას შეუძლია“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

„არასდროს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც ტაბლეტებს აძლევს.. ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია“ – ალასანია სააკაშვილზე

უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, მედიკამენტებსა და სამკურნალო პროცედურებზე – ჩხაიძე სააკაშვილზე

კობახიძე: სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში – ეს არის კატასტროფა 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია 

პაციენტი ბევრად მეტს იწონის“ – ზურაბ ჩხაიძე გიული ალასანიას პასუხობს 

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა“ – სააკაშვილი ომბუდსმენს სთხოვს, ხელი შეუწყოს მასთან კონსილიუმის შესვლას 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები