LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა“ – სააკაშვილი ომბუდსმენს სთხოვს, ხელი შეუწყოს მასთან კონსილიუმის შესვლას

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და სახალხო დამცველს სთხოვს, მასთან კონსილიუმის წევრი ექიმების შესვლის პროცესს ხელი შეუწყოს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა:

„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას.

უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, დღესვე სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ ააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება

„ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის მონახულებაზე: „მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, სურვილი არ მქონია“ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g