LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა განვაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ – ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ“

141
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა განვაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის გარეთ ფსევდოლიბერალების მოწოდებების გაზიარებას არ აპირებს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

„ჩვენ ვცდილობთ, რომ უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, გავაცალკეოთ. პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი და ამ ხაზზე მიდის ბრძოლა, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა – კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

როცა უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და თავს მოხვევისგან, მავნე შედეგისგან, რამეს კი არ კრძალავ სინამდვილეში, უპირატესი მიზანი არის დაცვა – აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე და საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან. ამისგან შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობების დაცვაა, ოჯახური ღირებულების და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვაა პრიორიტეტი და არა რაღაც აკრძალვა.

ასევე ნახეთ

„სხვებისგან განსხვავებით ჩვენ პირველივე დღეებიდან გამოვთქვით მზაობა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.“

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, ისინი ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ. ხან ფაშიზმს, ხან ჰომოფობიას დაუძახებენ. უკვე დღე ნახევარი არაა გასული, მთელი მათი კამპანია აგებულია ჰომოფობიურ კანონპროექტზე ანუ ბავშვების უფლებების დაცვასა და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას.

ოჯახური ღირებულებები და ბავშვების უფლებების დაცვა მათთვის ყოფილა ჰომოფობია, სად ჩავიდნენ, სად დავიდნენ და რაზე გააკეთეს აქცენტები?! ჩვენ, მათ შორის, ამ პიარულ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ.

ლაშა ტუღუში: „როგორ უნდა აკონტროლონ ლგბტ თემის პოპულარიზაცია, ვინ უნდა გააკონტროლოს?  – ცენზურა შემოაქვთ, თუ მორალის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა?“

რომელი ფსევდოლიბერალი რას იტყვის საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის გარეთაც მხარდამჭერი ქართველი ფსევდოლიბერალი, ეს არ არის საინტერესო, ჩვენს ეროვნულ საქმეს ამით ვერ შეგვაწყვეტინებენ.

ამ ვითარებაში, როცა ღირებულებითი ბრძოლა მიდის, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებათ, მათ შორის, ქვეყნის გარედან, მაგრამ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ, ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, იმიტომ, რომ ჩვენი [მიზანი] ეროვნული ინტერესებია და მათი მოახვიონ რაღაც თავს, რაც არ გამომდინარეობს ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ 2000-წლოვან ქრისტიანულ ქვეყანას ეუბნება, რომ „ჩვენ თუ არ დაგიცავით, გარყვნილება წაგლეკავთ“ – ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების პიარი“

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

magti 5g