LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მდინარაძის ბრიფინგი პოზიტიური იყო” – რა შემთხვევაში შევა “გირჩი” პარლამენტში

89
სანდრო რაქვიაშვილი

თუ მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდება უბარიერო პროპორციული არჩევნები, შევალთ პარლამენტში – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა მამუკა მდნარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იყო.

როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

magti 5g