56 წლის სელინ დიონი, რომელიც „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ უმძიმეს დიაგნოზს ებრძვის, თავს უკეთ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ბოლომდე არ იკურნება, მსახიობი უკეთესად გამოიყურება და მისი დაავადება არ პროგრესირებს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ ეს იმ სამედიცინო გუნდის დამსახურებაა, რომელსაც ის ბოლომდე ენდობა და დიდი იმედი აქვს, რომ მათი წყალობით სცენაზე დაბრუნებასაც შეძლებს.
სწორედ ამ პროგრესის წყალობით სელინ დიონმა საჯაროდ დაბრუნებაც მოახერხა. 56 წლის „გრემის“ მფლობელი ვარსკვლავი ამჯერად ჰოკეის მატჩს დაესწრო, რომელიც მონრეალში გაიმართა. სელინ დიონი ამ დღეს ბრწყინავდა „გუჩის“ ულამაზეს ორეულში. თეთრი პერანგი მას სადა ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული.
მომღერალმა წონაშიც მოიმატა და ფანტასტიკურად გამოიყურება.
56 წლის სელინ დიონი ემოციურ კადრებს გვიზიარებს
უიშვიათეს დაავადებასთან ბრძოლის ფონზე, სელინ დიონი წითელ ხალიჩაზე ვაჟთან ერთად გამოჩნდა
,,დიდი დაბრუნება” – სელინ დიონი Vogue-ისთვის