LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-12 კლასელებს 24 აპრილიდან უფლება ექნებათ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ

141

მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ სკოლაში გაცდენილი გაკვეთილების საათებს ამ წლის 24 აპრილიდან აღარ დაიანგარიშებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თქვა, შესაბამის ბრძანებაზე მინისტრს ხელი უკვე მოწერილი აქვს.

როგორც გამოცემა წერს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 2018 წლის 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენილი საათები – “არები” არ უანგარიშდებათ. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

ამასთან, მე-12 კლასელებისთვის წელს სწავლა 18 მაისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები