„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა – პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 1 მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. კერძოდ, გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი რაოდენობით არალეგალური ტიპის შემოსავლებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. გიორგი გვარაკიძემ […]
„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას.
იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ…
აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა.
რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს – როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მე მგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
