LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ… ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება“ – ხატია დეკანოიძე

195
ხატია დეკანოიძე

„ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვის ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ“.

მისივე თქმით, სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, „ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას“.

ღარიბაშვილი: „თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ“

დეკანოიძე ამბობს, რომ მალე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა:

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა „ქართული ოცნებიდან“ ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები