ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი, ბარბრა სტრეიზანდი ბიოგრაფიულ წიგნს, „მე მქვია ბარბრა“ უშვებს. მემუარები გაყიდვაში 7 ნოემბერს ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია 80 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ წიგნის გარეკანზე ბარბრას ფოტოა დაბეჭდილი, საკულტო ფილმიდან „სასაცილო გოგონა“. რაც შეეხება წიგნის სახელწოდებას. „მე მქვია ბარბრა“, – არტისტის ალბომის სახელწოდებაა, რომელიც 1965 წელს გავრცელდა.
წიგნში სტრეიზანდი თავისი კარიერისა და პირადი ცხოვრებას დეტალებს ჰყვება.
ფოტო: 78 წლის ბარბრა სტრეიზანდი თვითიზოლაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა