LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სიძულვილისთვის მეტი ადგილი აღარ მაქვს“- ჯონი დეპმა ემბერ ჰარდს შეუნდო

146
page

განშორებიდან 7 წლის, დაუსრულებელი სასამართლო პროცესებისა და სკანდალური ბრალდებების შემდეგ, ჯონი დეპმა ექს-მეუღლეს, ემბერ ჰარდს ყველაფერი აპატია. ამის შესახებ თავად დეპმა  The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს იყო უზარმაზარი უფსკრული და საბოლოდ მინდა ვთქვა, რომ ყოველივე ეს ჩემთვის დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა. ახლა, აი ამ მომენტში, ვზივარ აქ და მახსენდება, რაც გადავიტანე, ამდენი ბრალდების ქარტეხილი… მაგრამ ეს არის ის, რაც მოხდა და ვერ შევცლი, ეს მუდამ თან მდევს. ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო, რადგან სიძულვილისთვის ადგილი აღარ მაქვს“, – აცხადებს 61 წლის მსახიობი.

ცნობისთვის, ემბერ ჰარდის მიერ სკანდალური ბრალდებების შემდეგ ჯონი დეპის კარიერა ფაქტობრივად დასრულდა. მასთან თანამშრომლობაზე მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა განაცხადეს უარი, თუმცა, სასამართლო ვერდიქტის შემდეგ დეპმა მოახერხა რეპუტაციის აღდგენა და მსოფლიო კინოინდუსტრიაში ღირსეულად დაბრუნება. ახალ ის არაერთ კინოპროექტში იღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ემერ ჰარდს, ის თავის ქალიშვილთან ერთად ესპანეთში, მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული.

სკანდალური განქორწინების შემდეგ, ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ

ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური ისტორია – ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესის სერიალის პირველი „თრეილერი“

„კედელზე მიმანარცხა და დამემუქრა, რომ მომკლავდა“ – ემბერ ჰარდს ახალი მტკიცებულებები აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები