„7 წელია არასდროს გამიცდენია ჩემი საყვარელი მეუღლის დაბადების დღე. წელსაც ერთად შევხვდით და მთელი ცხოვრება ასე იქნება“ – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და თავის გამომწერებს იმ ემოციებს უზიარებს, რომელიც მისი ამერიკაში დაბრუნებამ გამოიწვია.
ქართველი ემიგრანტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში აქციების გამო ჩამოვიდა, თუმცა ცისნამი საყვარლიშვილი წერს, რომ ვერ შეძლებს მეუღლის დაბადების დღე მასთან ერთად არ აღნიშნოს.
მისი თქმით სწორედ ამიტომ გაემგზავრა ამერიკაში. როგორც ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამ მიზეზით მოუწია ახალი წიგნის პრეზენტაციის სექტემბერში გადატანა:
„7 წელია არასდროს გამიცდენია ჩემი საყვარელი მეუღლის დაბადების დღე. წელსაც ერთად შევხვდით და მთელი ცხოვრება ასე იქნება. მე უკვე ამერიკაში ვარ. მეგონა უკან დაბრუნებას შევძლებდი, ახალი წიგნის პრეზენტაციისთვის, მაგრამ იმდენად დამღალა შორმა გზამ და ფრენამ, რომ მიწევს პრეზენტაცია სექტემბერში გადავიტანო, თან ვფიქრობ საბას დაჯილდოებისთვისაც მომიწევს ჩამოსვლა და ასე ჯობია.
ბოდიშით რომ 12 ში ვერ შევხვდებით. ყველანი ვინც 12 ივლისისთვის ემზადებოდით, შემდეგი თარიღისთვის მოემზადეთ. იმედია გამიგებთ. ორი თვე მანდ ვიყავი და სიგიჟემდე მომენატრა ჩემი სახლი, ქმარ-შვილი, ძაღლები, ლეკვები. სახლს არაფერი სჯობია. ჩემი ქმრის გულზე ძილს არაფერი სჯობია. წიგნის პრეზენტაციას უბრალოდ სხვა დროს გადავიტან, ამით დედამიწა არ ინგრევა. მიყვარხართ, გკოცნით ბევრს და ვგიჟდები თქვენზე“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ძვირფასო მეგობრებო, როგორ ხართ? 7 წელია არასდროს გამიცდენია ჩემი საყვარელი მეუღლის დაბადების დღე. წელსაც ერთად შევხვდით…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on პარასკევი, 05 ივლისი, 2024