„პოსტს ვწერ იმისთვის, რომ ყველა სტუდენტმა იცოდეს თავისი მაღალი უფლებების შესახებ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს.
ემიგრანტი წლების წინ საქართველოში, სტუდენტობის დროს მომხდარ ფაქტს იხსენებს და წერს, რომ ამერიკაში განათლების სისტემა ორიენტირებულია სტუდენტის წარმატებასა და დიდებაზე:
„ვინ არის ეს ცისნამი საყვარლიშვილი, რას აკეთებს ქვეყნისთვის, რომ ყველგან ეგ არისო? – ახლა მინდა პასუხი გავცე ამ კომენტარის ავტორს…“: რა უპასუხა კრიტიკოსებს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა
ცისნამი საყვარლიშვილი, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მიმართავს.
„წლების წინ როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, პირველი კურსი ძალიან მაგრად ვსწავლობდი, თითქმის ყველა საგანში 100 -იანები მყავდა.
შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემთვის ძალიან პატივცემულმა და საყვარელმა პროფესორმა, რომელსაც მე დღემდე დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ ასე გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი მცდელობისა და შრომისა, დაბალი ქულა დაეწერა ჩემთვის, ანუ ოთხიანს რომ უდრიდა. იმ წუთიდან მე ფეხმალი დავყარე და დავიკიდე თუ რა ნიშნები მეყოლებოდა.
ძალიან მეტკინა, ძალიან განვიცადე როცა ჩემი მუხლჩაუხრელი შრომა არ დაფასდა და გული ამიცრუვდა.
ვსწავლობდი კარგად მაგრამ 100-ებზე ამბიცია შევწყვიტე. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ძალიან თავისუფალი და ზოგჯერ გადაჭარბებულად თვალში მოსახვედრი ფიგურა ვიყავი. ანუ ხომ არის რომ პროფესორს არ ევასები, მორჩა და გათავდა და რაც არ უნდა გულზე გასკდე ნიშანს მაინც დაგაკლებს.
რატომ ვიხსენებ ახლა ამ ფაქტს? ეს შეიძლება მოხდეს საქართველოში და გაატარო, მაგრამ ამას არ გაატარებ ამ ქვეყანაში, რადგან მთელი კოლეჯი და სისტემა ორიენტირებულია სტუდენტის წარმატებასა და დიდებაზე. ახლა, მე როცა 4.0 GPA მაქვს, ვარ #Honor სტუდენტი, ერთი პროფესორი რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა არ მოვეწონო, ვერ დამაკლებს ნიშნებს. მთელი ფაკულტეტი და კოლეჯი ფეხზე დავაყენე. მოვითხოვე ტუტორი, რომელიც დამეხმარება VO Script-ების სწორად დაწერაში.
„ამერიკაში სწავლა ვისაც სურს, შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს… “ – ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკაში სწავლის მსურველებს მიმართავს
ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკაში სწავლის მსურველებს მიმართავს და რჩევას აძლევს, თუ რა საფეხურების გავლის შედეგად არის შესაძლებელი ამერიკაში სწავლა.
ჩემი ბრძოლის შედეგად კოლეჯმა ისიც კი შემომთავაზა თუ თავად ვერ იპოვიან ჟურნალისტიკის ტუტორს, რომელიც VO-ს სპეციალისტია, გამომიყოფენ თანხას რომ თავად მოვიძიო და ავიყვანო. ამ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს და ვერავინ დაახშობს, ვერც ტრამპი, ვერც ილან მასკი და ვერც ერთი “მინ” პროფესორი. აქ ძალაუფლება ხალხშია და სტუდენტებში. მე მაქვს უფლება გამოვიყენო ჩემი სტუდენტური უფლებები და ვითხოვო დახმარება როცა მჭირდება.
პოსტს ვწერ იმისთვის, რომ ყველა სტუდენტმა იცოდეს თავისი მაღალი უფლებების შესახებ.
შენ ხარ სასწავლებელში იმისთვის რომ ისწავლო, განვითარდე და გაიზარდო როგორც პროფესიონალი. შენ გაქვს უფლება იბრძოლო შენი წარმატებისთვის. ასე რომ, არავისი და არაფრის შეგეშინდეთ! Never Give Up! მანამდე კი საუკეთესო ინფორმაცია მაქვს.
ჩემი სამი #Short #Stories ინგლისურად, კოლეჯის აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
გაზეთის გარდა ჟურნალისთვისაც ვწერ!
მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ჩერდება და არ გაჩერდება!“ – წერს საყვარლიშვილი.
Წლების წინ როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, პირველი კურსი ძალიან მაგრად ვსწავლობდი, თითქმის ყველა…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025