LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში – მიხეილ სააკაშვილი

186
მიხეილ სააკაშვილი

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა.

პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ პარტია „ევროპული საქართველო“ შეუერთდა

“ჩემო ამაყო, გაუტეხელო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო ხალხო, თავისუფლების, გამარჯვების გეგმების განხორციელების დრო მოვიდა. არასდროს ყოფილა არჩევანი ისეთი მკაფიო, როგორც დღეს. ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი მონობაა, სიღარიბე და შიშში – ცხოვრება რუსეთთან ერთად. ერთ მხარესაა ჩვენი ერთიანობა, ერთ მუჭად შეკვრა, მთლიანი საქართველო და მეორე მხარესაა „ქართული ოცნების“ სიძულვილი, დაპირისპირება, ხალხისგან დაცლილი, დაქუცმაცებული საქართველო. ერთ მხარესაა ოჯახების პრობლემებზე მზრუნველი მთავრობა და მეორე მხარეს „ქართული ოცნების” კრიმინალური, კორუფციული კლანი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება. პრობლემები ნამდვილად ბევრია, მაგრამ არა დაუძლეველი. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ. მე დაგპირდით საქართველოს კორუფციის და კრიმინალის გარეშე, მე დავამარცხე კორუფცია და კრიმინალი. მე დაგპირდით ნიჭსა და დამსახურებაზე მორგებულ წესრიგს, 20 წელია ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან რა არის უნივერსიტეტში ჩაწყობით მოხვედრა. არ იციან უსამართლობისთვის თავის დახრა, ამიტომ იბრძვიან ასე თავგანწირვით საკუთარი ევროპული მომავლისთვის. დაგპირდით საქართველოს ევროპაში და განვახორციელე რეფორმები, რის შედეგადაც უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. გპირდებოდით ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ჩემი პრეზიდენტობის დროს დოლარში გამოსახული ეკონომიკა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. განახლდა ქალაქები და დაიგო გზები, მოვიდა შუქი და აშენდა უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულებში ერთად აღებული. დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. გვინდა, ქვეყანაში ფული შემოვიდეს, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ოჯახების შემოსავალი გაიზარდოს. გვინდა, ფასებმა დაიწიოს, ადამიანი მაღაზიაში თამამად შედიოდეს. გვინდა ოჯახები ერთიანდებოდეს და არ იხლიჩებოდეს სიღარიბის და ემიგრაციის გამო. გვინდა, სოციალური სამართლიანობა დამკვიდრდეს, ადამიანი, პენსიონერო ბანკის ვალმა არ დაახრჩოს. გვინდა, მეტი ბავშვი იბადებოდეს, ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, გეგმების განხორციელების შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს. გვინდა, ყოველ მოქალაქეს ევროპული განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უსაფრთხოება ჰქონდეს, პენსიონერს თუ სტუდენტს, შშმ პირს თუ სოციალურად დაუცველს ხვალინდელი დღის არ უნდა ეშინოდეს. გვინდა, სოფლები და ქალაქები სიცოცხლით იყოს სავსე, წყალმომარაგება, გზები მოწესრიგდეს, ქალაქები გამწვანდეს, საცობებისგან გათავისუფლდეს. გვინდა, ევროპის კავშირის წევრი, ერთიანი და მთლიანი საქართველო. ეს მომავალი იწყება “ქართული ოცნების” დამარცხებით, ერთიანობით, აირჩიე ერთიანობა ”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები