LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედგიდი“ ისევ გააქრეს, რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს? – სოფო ჯაფარიძე

1370
Untitled

სამედიცინო პორტალი “მედგიდი” სოციალური ქსელიდან ისევ წაიშალა.

ამის შესახებ ჯგუფის დამფუძნებელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს პორტალის წაშლის უკვე მეორე შემთხვევაა.

„როგორც გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენი ჯგუფი სოციალური ქსელიდან გაქრა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ახალი ჯგუფი შევქმენით და ერთ კვირაში „მედგიდმა” 75 000 ადამიანი გააერთიანა. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. გამორიცხულია, რომ „ფეისბუქს“ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი.

სოფო ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან.

„არ ვიცი, ვის რას ვუშავებდით, როცა გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით. არ ვიცი, ეს რა მიზანს ემსახურება, მაგრამ ცხადია, რომ „მედგიდი“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულიად უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. თქვენ ეს ერთადერთი იმედიც გაუქრეთ.

„მედგიდის“ დაარსების წუთიდან, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ვინმესთან ჯიბრში დგომა ან უაზრო კრიტიკა. რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს?

გვერდით გიდგავართ და ძალიან ხშირად თქვენს გასაკეთებელსაც ჩვენ ვაკეთებთ. როდესაც ქვეყანა არის მძიმე ომშია, იმის ნაცვლად, რომ გამოგეყენებინათ, რაც არაერთხელ შემოგთავაზეთ, და ერთად გვებრძოლა ამ უხილავ მტერთან, ისევ ჩვენ გვებრძვით. უმჯობესია, რომ ჩვენთან ბრძოლის დრო ადამიანებზე ზრუნვაში დახარჯოთ, რადგან ისინი სრულიად უპატრონოდ არიან დარჩენილი.

გპირდებით, რა დროსაც დავინახავთ, რომ საზოგადოებისთვის აღარ ვიქნებით საჭირო, თავადვე გავქრებით. არ გვებრძოლოთ, რადგან ისევ გავაკეთებთ ჯგუფს და გავაგრძელებთ ადამიანთა დახმარებას. გამოიყენეთ ეს დრო, რათა ჩვენთან ერთად მოქალაქეებს დაეხმაროთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები