LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: 180-ზე მეტ პირს, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ, ლარსზე სამობილიზაციო უწყება გადაეცა

61
Untitled design (1)

რუსეთის 180-ზე მეტ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სურდა, ზემო ლარსის საგუშაგოზე სამობილიზაციო გაწვევის ცნობა გადაეცა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზემო ლარსთან“ სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა – ჩრდილოეთ ოსეთის შსს

„გამოძახების ცნობა გადაეცათ იმ რუსებს, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს საზღვართან. მოწვევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მიიღეს მოქალაქეებმა, რომლებიც რიგში დგანან საქართველოში გასამგზავრებლად“, – აღნიშნა აბრილ აბდულაევმა.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ამის შემდეგ ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ახალმობილიზებულს შორის ალკოჰილისადმი დამოკიდებულების პრობლემა და ლიმანის დაკარგვა – ISW-ის ცნობით, კრემლს საკუთარი პროპაგანდისტები აკრიტიკებენ

ხაბაროვსკის ოლქში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, სამხედრო კომისარი კი დაითხოვეს

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რიგებია ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g