მერაია ქერის ყოველწლიური, პრესაშობაო კონცერტების სერია აშშ-ს მასშტაბით დასრულდა. უკანასკნელი წინასადღესასწაულო პერფორმანსით, ის ნიუ-იორკში წარდგა.
მომღერლის ბოლო შოუმ სრული ანშლაგით ჩაიარა. ყველასთვის მოულოდნელად, ლეგენდარული არტისტის დასკვნით საღამოზე დამსწრეთა შორის მისი კოლეგა, რიანაც აღმოჩნდა.
ვიდეოში, რომელიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ რიანას დანახვისას, ქერი სცენიდან ჩადის და მისკენ მიემართება. კადრებში, რომლებიც ინტერნეტსივრცეს ელვის სისწრაფით მოედო, ისინი ერთმანეთს ემოციურად ხვდებიან, ,,ბარბადოსელი ლამაზმანი” კი ,,შობის დედოფალს” ავტოგრაფს სთხოვს.
მათი შეხვედრის ვიდეოდან განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ ხელმოწერის მომენტი გახდა, რომელსაც თავად რიანამ ეპიკური და საკულტო უწოდა.
საქმე ისაა, რომ ქერიმ რირის ავტოგრაფი მკერდზე დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს, მერია ქერიმ საშობაო სეზონი ოფიციალურად გახსნა, მას შემდეგ კი აშშ-ში თემატური კონცერტები დაიწყო.
Google-ში მერაია ქერის ძიებისას ფიფქები ცვივა