რამდენიმე დღეში ლოს-ანჯელესის რადიოსა და ტელევიზიის მუზეუმში The Paley Center, მერლინ მონროს კოსტუმების და საარქივო ფოტოების გამოფენა მოეწყობა, შემოდგომაზე კი, მთელი ექსპოზიცია აუქციონზე გაიყიდება.
წარმოდგენილ ლოტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ თეთრი კაბის ასლი ფილმიდან „მეშვიდე წლის ქავილი“ და საცურაო კოსტუმი კომედიიდან „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, ასევე პირადი ფოტოები და სცენარი თავად მორნოს შენიშვნებით.