LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: „ნიკას ჩემი შვილებისგან არასდროს ვანსხვავებდი“

10541
mevludmeladze-newsss

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი და ტიტულოვანი ავტომრბოლელი, მევლუდ მელაძე თავის ოჯახურ ტრაგედიაზე „სარკესთან“ საუბრობს. მოგეხსენებათ, მისი მეუღლის, სალომე გველესიანის უფროსი ვაჟი, 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძე, ავტოავარიაში მოყვა, ის ყველაზე უსაფრთხო ადგილას იჯდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გადარჩა.

რამდენი წლის იყო ნიკუშა, როდესაც თქვენ და სალომე დაქორწინდით? როგორი ბიჭი იყო?

მევლუდ მელაძე:

3 წლისაც არ იყო და ჩემი შვილისგან არასდროს ვანსხვავებდი. პირიქით, უფრო მეტადაც ვაქცევდი ყურადღებას. არ მინდოდა, ოდნავი ხინჯი ჰქონოდა გულში, ამიტომ პირველი ნიკა იყო ჩვენს ოჯახში. თავადაც ძალიან კარგი ბიჭი იყო, როგორც ადამიანი. გარშემო არავინ ჰყავდა, ვინც შეიძლებოდა, მასზე ოდნავ მაინც ყოფილიყო ნაწყენი…

ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა მოხდა და ვინ და როგორი შეცდომა დაუშვა იმ საბედისწერო დღეს?

საჭესთან 13 წლის ბიჭი იჯდა, მის გვერდით 14 წლის და უკან ნიკუშა და კიდევ 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე გარდაიცვალა… 14 წლის ბიჭმა წამოიყვანა ოჯახიდან მანქანა და მერე მეორემ სთხოვა, მე დავჯდები საჭესთანო. 13 და 14 წლის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ ვერც კანონი შეეხება და ვერც სისხლის საართლის დანაშაული, ანუ გვყავს ორი დაღუპული და არც ერთი დამნაშავე.

ამ ბავშვების მშობლები რას ამბობენ, არც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა?

ბავშვებმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანეს. არც ვუღრმავდებით ამ ამბავს. ვფიქრობ, სალომე ამ სიტუაციაში ყველაზე სწორად მოიქცა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავარდა და რიგორ იპოვა ძალა, ეთქვა, შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო, ჩვენი შვილი ყოფილიყო ასეთივე დამნაშავეო. ბავშვებმა ერთად იცელქეს და მიიღეს შედეგი.

თქვენ რომ ერთმანეთი გაიცანით, სალომეს ნიკუშა უკვე ჰყავდა?

დიახ, ჰყავდა. ნიკუშას მამას მანქანა დაეჯახა. ქუჩაზე გადადიოდა და დაიღუპა. არც ის იყო დამნაშავე. თავს რომ მორეოდა, სალომემ მაშინაც სამსახურში გასვლა გადაწყვიტა. ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი იყო გასული, სამსახურში რომ გავიდა და მერე ჩემთან მოიყვანა ბედმა ინტერვიუზე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g