LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება – მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

500
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მეწარმე ქალებს რეალურ შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბრუნდება და მე-15 ნაკადის მიღებას აცხადებს.

პროგრამის პირველი ეტაპი 10, 11 და 12 მარტს, თბილისში გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს უშიშარი და ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებულ განვითარებამდე 360°-იანი მხარდაჭერა შესთავაზოს. პროგრამა წელიწადში ოთხჯერ ტარდება და მონაწილეებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.

ინფორმაციისთვის, პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს და მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ტრენინგებში, სადაც ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. მათ მუდმივი წვდომა ექნებათ დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე.  ისარგებლებენ როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მხარდაჭერით, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნეს განაცხადის მომზადებისთვის, გრანტის მიღებისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საგრანტო კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში, პროგრამის მხარდაჭერით, საკუთარი ბიზნეს იდეის რეალიზაცია მოახდინონ.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

magti 5g