გასულ კვირას, კინოსამყაროში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, კანის 76-ე კინოფესტივალი გაიხსნა, რომელიც 27 მაისამდე გაგრძელდება. წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა. ჩვენ უკვე არაერთი გემოვნებიანი, დახვეწილი და ექსტრავაგანტური „ლუქი“ ვიხილეთ.
ამჯერად ინტერნეტსივრცეში მოდელის, ირინა შეიკის ჩაცმულობას აკრიტიკებენ. მას ფესტივალის ორივე დღეს, ნახევრად „შიშველი კაბები“ ეცვა. მისი პირველი „ლუქი“ პიკანტური საცვლებისა და გამჭვირვალე მოსასხამისგან შედგებოდა. მეორე „ლუქი“ კი კიდევ უფრო ეპატაჟური იყო, ეს ეს გახლდათ ტყავის ორეული.
„ამაზე უგემოვნო ლუქით კანის კინოფესტივალზე არავინ გამოჩენილა“, „მგონი ადგილი შეეშალა“, „ტოტალური იმედგაცრუება“, – წერენ კომენტარებში
„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ“ – ირინა შეიკი ახალი იმიჯით გამოჩნდა და ფურორი მოახდინა