ევროვიზია 2024-ის ფინალს, სადაც წელს კონკურსზე საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ოპორის მომღერალი წერს რომ კონკურსი ჰელოუინად გადაიქცა:
„მიხარია რომ ნორმალურ ადამიანებსაც იგივე განცდა აქვთ ევროპაში.
ეს კონკურსი ჰელოუინად გადაიქცა უკვე!”- წერს თამარ ივერი
ვიდეო: „საქართველო, მიყვარხარ”- ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიაზე
ცნობისთვის, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.
საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.
ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
მიხარია რომ ნორმალურ ადამიანებსაც იგივე განცდა აქვთ ევროპაში.ეს კონკურსი ჰელოუინად გადაიქცა უკვე!
Posted by Tamar Iveri on კვირა, 12 მაისი, 2024