დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში იმყოფება, რაც უდავოდ სასიკეთო მოვლენაა. ეს ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას, ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფსიქოემოციური ფონის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას. საერთო ჯამში, ეს კვირა ხელს უწყობს განვითარებას, ურთიერთობების გაუმჯობესებასა და წინსვლას. ყველა ზოდიაქოს ნიშანი გარკვეულწილად იგრძნობს, რომ სასიკეთო ტენდენციების ალბათობა ამ პერიოდიდან მატულობს.
კვირის ბოლოს, 18 იანვარს, გვაქვს ახალმთვარეობა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, როდესაც კონფლიქტების, აგრესიის, დეპრესიული ფონის, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა იზრდება. ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს დღე მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაიაროთ, მოერიდეთ პროვოკაციებს, დაპირისპირებებსა და დაძაბულ საუბრებს.
ვერძი – კვირა თქვენთვის უფრო პოზიტიურია, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი შედარებით დაბალია. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. საერთო ჯამში, პოზიტიური ტენდენციები იზრდება. შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი ტაქტიკური ნაბიჯები და აზროვნების სტილი, გარემოებები უფრო მოქნილს გაგხდით, რაც ცვალებად პირობებთან ადვილად შეგაგუებთ. ჩნდება შანსი, იპოვოთ შემოსავლის ახალი წყარო ან დაიწყოთ მისი ძიება. მოსალოდნელია საინტერესო ახალი კონტაქტები, რომლებიც შეიძლება როგორც საქმიან, ისე ემოციურად ღრმა ურთიერთობებში გადაიზარდოს.
კურო – თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ჯანმრთელობა სტაბილურია, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. შრომისუნარიანობა და ნებისყოფა სათანადო დონეზეა. ამ პერიოდში მეტად დიპლომატიური ხდებით, რაც თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. ურთიერთობებს რბილად და ეფექტურად წარმართავთ. შესაძლებელია ძველი იდეების გაცოცხლება. გარემო თქვენს ირგვლივ უფრო სტაბილური ხდება, მოიმატებს თქვენი თავდაჯერება. კარგი პერიოდია პირადი, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ასევე კარიერული განვითარებისთვის.
ტყუპები – ნელ-ნელა იზრდება თქვენი ენერგოტონუსი, თუმცა ჯერ არ არის დრო სარისკო ნაბიჯებისთვის ან მნიშვნელოვან პროექტებზე გადასვლისთვის. მოსალოდნელია გადაღლა, ამიტომ ეცადეთ, არ იჩქაროთ და ეტაპობრივად გააქტიურდეთ. ზოგიერთი გეგმის განხორციელება გაგიადვილდებათ, ხოლო გარკვეული იდეები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. განსაკუთრებით აქტიურდება ის გეგმები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა წლის მაისში ჩაისახა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, მოულოდნელი შეხვედრები და სიყვარულის წარმოშობა. შემოქმედებითი გეგმებისთვის კარგი პერიოდია, თუმცა მნიშვნელოვანია საიდუმლოების დაცვა და ზედმეტი საუბრისგან თავის შეკავება.
კირჩხიბი – კვირა გაცილებით უკეთესია. საერთო სიტუაცია თქვენს ირგვლივ სტაბილურდება. პროფესიული საქმიანობა აქტიურდება და წარმატების ფაქტორი იზრდება. შესაძლებელია მოულოდნელი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ხელსაყრელია გრძელვადიანი პარტნიორული შეთანხმებებისა და კონტრაქტების გაფორმება. ძალიან კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, თანამშრომლობისთვის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად. რაც მეტად მოაგვარებთ საკითხებს მშვიდობიანად და დიპლომატიურად, მით მეტი წარმატება გექნებათ.
ლომი – ეს კვირა პერსპექტიული და ჰარმონიულია. თქვენი ძალისხმევა მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ, ხოლო საქმიანობა საზოგადოების მხრიდან მეტად დაფასდება. კარიერაში შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ პოზიტიური შესაძლებლობების გამოჩენა. კარგი დროა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობები სწრაფად ვითარდება. მიუხედავად საერთო პოზიტივისა, სარისკო ნაბიჯებს მოერიდეთ. ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან კარგი ურთიერთობები დამატებით მხარდაჭერას მოგიტანთ. ეს პერიოდი დაგეხმარებათ აზრების, ემოციებისა და ცხოვრების დალაგებაში.
ქალწული – ძალიან კარგი პერიოდია. ენერგოტონუსი და სიცოცხლისუნარიანობა მაღალია. აქტიური, შრომისმოყვარე და ინიციატივიანი ხართ. იზრდება თქვენი მომხიბვლელობა და პოზიტიური დამოკიდებულება, ჯანმრთელობაც სტაბილურია. შესაძლოა გეგმების გადახედვა დაგჭირდეთ, რაც საბოლოოდ სასიკეთო შედეგს მოიტანს. თქვენი პოპულარობა და ხიბლი აშკარად იზრდება. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობები და პოზიტიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში. წარმატებულია კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობაც.
სასწორი – იგრძნობთ, რომ ეს კვირა უფრო ხელსაყრელია. ხელს უწყობს საინტერესო იდეების რეალიზაციას. იზრდება წარმატების შანსი, ჯანმრთელობა უმჯობესდება, შრომისუნარიანობა მატულობს. მიუხედავად ამისა, გრანდიოზულ და სარისკო საქმეებს ჯერ მაინც მოერიდეთ. შესაძლებელია შემოსავლის ზრდა, მნიშვნელოვანი შენაძენები ოჯახისთვის ან ახალი პერსპექტიული საქმის დაწყება. ფინანსური გაუმჯობესება დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან თბილი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.
მორიელი – ამ კვირიდან ბევრად უკეთესი პერიოდი იწყება. ენერგიული და აქტიური ხდებით, სიცოცხლისუნარიანობა მატულობს. ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. აქტიურდება კომუნიკაცია, მოგზაურობები, ახალი შთაბეჭდილებები და ურთიერთობები. მოსალოდნელია ძლიერი რომანტიკული ვნებები, რომლებიც სერიოზულ ურთიერთობებად შეიძლება გადაიქცეს. პარტნიორულ ურთიერთობებში ტრანსფორმაციებია გელით. კარგი პერიოდია სწავლისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ახალი თანამშრომლობებისა და მოგზაურობებისთვის.
მშვილდოსანი – უკვე ამ კვირიდან იგრძნობთ, რომ დედამიწის პოზიტიური ენერგია თქვენზეც სასიკეთოდ მოქმედებს. იზრდება სტაბილურობის ტენდენცია, უმჯობესდება განწყობა და ჯანმრთელობა. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც მოერიდეთ სარისკო და გრანდიოზულ წამოწყებებს, თუმცა ფინანსური სტაბილიზაციის ნიშნები აშკარად გამოჩნდება. კარგი პერიოდია ოჯახის შექმნისთვის და ინვესტიციებისთვის. იღბალი ნელ-ნელა იზრდება, თუმცა სიჩქარე არ ივარგებს. საქმიანი შეხვედრები და საჯარო გამოსვლები წარმატებით ჩაივლის. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს.
თხის რქა – თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ კვირის მთავარი ფავორიტი სწორედ თქვენ ხართ – მზე თქვენს ნიშანში იმყოფება, რაც წარმატების მაღალ პოტენციალს ქმნის. აქტიური, ინიციატივიანი და ლიდერული თვისებებით გამოირჩევით. ადვილად იღებთ პასუხისმგებლობას და ავლენთ ძლიერ ორგანიზატორულ უნარებს. იზრდება თქვენი ქარიზმა და მხარდაჭერა გარემოცვიდან. პირადი ცხოვრებაც პოზიტიურად ვითარდება. შესაძლებელია ინტერესებისა და ჰობების ცვლილება. კარგი დროა იდეების რეალიზაციისთვის, რადგან წარმატებისა და იღბლის შანსი მაღალია.
მერწყული – თქვენ ჯერ კიდევ წლის ერთ-ერთ რთულ პერიოდს გადიხართ. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი შედარებით დაბალია, თუმცა ამ კვირიდან ნელ-ნელა იგრძნობთ ძალების აღდგენას. საერთო ფონი პოზიტიურად იცვლება, ქარიზმა იზრდება. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში პრეტენზიულობა მაღალია, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლებელია ახალი ჰობი გაგიჩნდეთ ან მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩდეთ. ზოგიერთისთვის აქტუალურია უძრავი ქონების შეძენა ან რემონტი. მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა ან დახმარება სხვათა მხრიდან. მოერიდეთ მსხვილ ინვესტიციებს და საიდუმლოების გამჟღავნებას.
თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა. შესაძლოა ჯერ კიდევ იგრძნოთ მცირე იმედგაცრუება, თუმცა ეს ეტაპობრივად გაივლის და კვირის მეორე ნახევარი მეტად სასიკეთო იქნება. იზრდება თქვენი გავლენის სფერო და ჩნდება ამბიციური პროექტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც თვითშეფასებას გაგიზრდით. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობები ან არსებული კავშირის უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასვლა. პერიოდი ცვლილებებსა და სიახლეებს ითხოვს. შესაძლოა იმიჯის შეცვლა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. ინტერნეტთან აქტიური კონტაქტები მნიშვნელოვან ინფორმაციასა და საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ.
გეომაგნიტური დღეები: 12, 15, 18 იანვარი.