LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (13–19 იანვრის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1303
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 14 იანვარს – სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეს, რადგან მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, მოიმატებს აგრესიის და დეპრესიის, ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ვერძი – ნაკლებად პერსპექტიული კვირაა. თავი შეიკავეთ მსხვილი პროექტებისა და ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და ჩვეული შემართებით მუშაობა, უმჯობესია დასახოთ სამომავლო გეგმები, რომლებიც კარიერის განვითარებაში, ბიზნესის წარმოებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ინტუიციას, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რადგან ახლობლებისგან ვერც დახმარებას მიიღებთ, ვერც მხარდაჭერას. არაა გამორიცხული, გარშემომყოფთა სპონტანურმა მოქმედებამ თქვენც გაიძულოთ გეგმების შეცვლა, რაც არა მხოლოდ მიზნების განხორციელებაში, არამედ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებაშიც შეგიშლით ხელს. მოერიდეთ ხისტ და უკმეხ გამონათქვამებს, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. იმოქმედეთ ფრთხილად, პრინციპით, „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. 

კურო – აქტიური და მრავალფეროვანი კვირაა, მით უფრო, რომ გაძლიერებული იმუნიტეტის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ენთუზიაზმიც მოიმატებს და შრომის უნარიც. შეძლებთ ორგანიზატორული, ლიდერული თვისებების გამოვლენას, ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასრულებისა და ვალების გასტუმრებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით დისკომფორტს, რაც საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებითა და თვითრწმენის დაკარგვით გამოიხატება. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში მოგიწევთ თანამშრომლობა.

ტყუპები – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე გაგიჭირდებათ მობილიზება, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე საქმეების შესრულება. ჩვეული კომუნიკაბელურობის მიუხედავად, დისკომფორტს შეგიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობა, რადგან მათი ყველა სიტყვა და მოქმედება გაგაღიზიანებთ. არ ღირს თავის მოტყუება და ილუზიებს აყოლა, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ რეალობის აღიარება და უგულებელყოფილი პრობლემების მოგვარება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საკუთარი გეგმების გახმაურებას, რადგან ჩასაფრებული მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან ხელი შეგიშალონ ნებისმიერ წამოწყებაში.

კირჩხიბი – ფინანსური პრობლემების კვირაა. მართალია, გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, რაც პირველ რიგში პარტნიორების ზეწოლით გამოიხატება, რომლებიც თქვენი ნების წინააღმდეგ გაიძულებენ მოქმედებას. არაა გამორიცხული საკუთართან ერთად ახლობლების პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას, საეჭვო გარიგებებსა და წამოწყებებში მონაწილეობას, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ იზარალებთ.

ლომი – ილუზიების და ფუჭი იმედების კვირაა. თავი შეიკავეთ მსხვილი პროექტებში მონაწილეობისა და გრანდიოზული გეგმების დასახვისგან, რადგან არც ახალი წამოწყება გაამართლებს, არც გეგმები განხორციელდება. მართალია, ძალიან მოგწონთ ილუზიებით ცხოვრება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ მოვლენების ობიექტურად შეფასება და რეალობის მიღება. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოულოდნელი სირთულეების წარმოქმნის ალბათობა, მით უფრო, რომ საკუთართან ერთად ახლობლების პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა ვალებმა ან შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, რომელთა შესრულება სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ.

ქალწული – რთული და დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის, უნარის გამოვლენას და მეტ–ნაკლები წარმატების მიღწევას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენზეც უარყოფითად აისახება. მოერიდეთ კამათს და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საკუთარი ავტორიტეტის, პრინციპების დაცვა, რადგან ბევრი ეცდება თქვენი რეპუტაციის შელახვას.

სასწორი – მეტ–ნაკლებად სტაბილური კვირაა. დაღლილობა და გაღიზიანება, რომელსაც კვირის პირველ ნახევარში იგრძნობთ, კვირის ბოლოს ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შეიცვლება, გაძლიერდება ენერგოტონუსიც, რაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობასა და დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კვირის დასაწყისში, როცა მოულოდნელი საყოფაცხოვრებო პრობლემები გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებენ და სერიოზულ დისკომფორტს შეგიქმნიან. მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან, არ ღირს ზედმეტად კონტროლი და საკუთარი აზრის მათთვის თავს მოხვევა, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ.

მორიელი – აქტიური კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ჯანმრთელობის წყალობით ჩვეული შეუპოვრობით შეძლებთ მოქმედებას, თუმცა ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. უსიამოვნებებია მოსალოდნელი სამსახურში, რადგან არაა გამორიცხული თქვენც შეგეხოთ მოულოდნელი რეორგანიზაცია, რაც საკუთარი სტატუსისა და პრინციპების დაცვას გაიძულებთ. მართალია, მოიმატებს კონკურენცია, მაგრამ მაინც არ ღირს შეტევაზე გადასვლა, რადგან საბოლოოდ დაზარალებული მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით. გულდასმით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ფეიკების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.

მშვილდოსანი – მეტ–ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, კვირის ბოლოს ენერგოტონუსიც გაძლიერდება და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ, მაგრამ კვირის დასაწყისში ნეგატიური ფონი თქვენზეც უარყოფითად აისახება. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, მით უფრო, რომ ძველი საქმეების დასრულებაც გაგიჭირდებათ. ნაკლებად გაამართლებს გრანდიოზული გეგმების დასახვა, რადგან ყველა წამოწყება მარცხით დასრულდება.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ იქნებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა, სხვების მსგავსად ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან დისკომფორტს. მართალია, მოგიწევთ გარშემომყოფთა კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია დაფიქრდეთ საკუთარ ქცევასა და მოქმედებაზე. არაა გამორიცხული ჩაებათ სერიოზულ კონფლიქტში, რაც საბოლოოდ ახლობლებთან დაშორებას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს საკუთარი უხეშობითა და უკმეხობით დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა.

მერწყული – წლის მანძილზე ერთ–ერთი ურთულესი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება, აგრესიის და გაღიზიანების დაძლევა, რაც სერიოზული კონფლიქტების მიზეზ გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც თქვენს შეცდომებს არიან ჩასაფრებული და მაქსიმალურად ცდილობენ ზიანის მოყენებას. მართალია, გარშემომყოფთა ზეწოლა საკუთარი ინტერესების დაცვას გაიძულებთ, მაგრამ მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან დაპირისპირება, უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი კვირისთვის გადადოთ, რომელიც ბევრად სასიკეთო და შედეგიანი იქნება.

თევზები – მეტ–ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგტონუსის, ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე არც მუშაობა გაგიჭირდებათ, არც საკუთარი პოზიციების დაცვა და გამყარება, თუმცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც გაიძულებთ მოულოდნელი პრობლემების გადადების გარეშე მოგვარებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რომელთაც ნაკლებად ესიამოვნებათ თქვენი წარმატება და მაქსიმალურად ეცდებიან ხელის შეშლას. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ფულის უაზროდ ხარჯვას, რადგან ასე მხოლოდ დამატებით სირთულეებს შეიქმნით.

გეომაგნიტური დღეები – 13, 14, 15 და 18 იანვარი.