LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (24-თებერვალი-2 მარტი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

147
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება ნებისმიერი საქმის შესრულებისას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გართულდება კომუნიკაცია და ადამიანებს შორის საერთო ენის მოძიება. 

საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის დირექტულობა საგრძნობლად გაამარტივებს საქმეების წარმოებას და გადადებული პროექტების დასრულებას, მოლაპარაკებების გამართვას და გაუქმებული ხელშეკრულებების აღდგენას. თამამად შეგიძლიათ დასახოთ და განახორციელოთ გეგმები, მოიძიოთ ახალი და პერსპექტიული სამსახური.

ვერძი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, უმჯობესია დაისვენოთ და მშვიდად გაატაროთ რთული კვირა. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. მართალია, საქმეები ისე არ წარიმართება, როგორც ელოდით, მაგრამ მაინც არ ღირს სხვაზე გაბრაზება, უმჯობესია აღიაროთ შეცდომები და მონახოთ პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზა. ნაკლებად გაამართლებს მეგობრების და კოლეგების იმედზე ყოფნა, რადგან სწორედ მათ შეცდომებზე მოგიწევთ პასუხისგება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ინტრიგებითა და ჭორებით ეცდებიან თქვენთვის ზიანის მოყენებას. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგან სარგებლის ნაცვლად მხოლოდ იზარალებთ.

კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაძლიერდება ნებისყოფა, მოთმინება და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას და დასახული გეგმების შესრულებას. კარგი პერიოდია ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელებისთვის, ახალი ნაცნობობისა და საიმედო პარტნიორების შეძენისთვის. არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან ასე უფრო მარტივად შეძლებთ მიზნის მიღწევას. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. თავი შეიკავეთ გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმებისგან, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, მოერიდეთ ავანტიურულ და მაცდუნებელ შეთავაზებებს.

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და იმ საქმის კეთება, რომლის არც ცოდნა გაქვთ, არც გამოცდილება. თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, რადგან ჩასაფრებული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფას, საჭირო ინფორმაციის მიღებას და ზიანის მოყენებას. მართალია, ბევრი ეცდება თქვენს გაკონტროლებას და გაკრიტიკებას, მაგრამ მაინც არ ღირს დამორჩილება, რადგან თუ ერთხელ დათმობით, სულ თქვენ მოგიწევთ დათმობა. არაა გამორიცხული პარტნიორებმა მოულოდნელად შეცვალონ შეთანხმების პირობები, ამიტომ კარგად დაფიქრდით ნებისმიერი გარიგების და ხელშეკრულების გაფორმებისას.

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მართალია, მოულოდნელად მოგიწევთ ახალ გარემოსა და პირობებს მორგება, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით მაინც სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული  შეგექმნათ სამართლებრივი პრობლემები, მოგიწიოთ დავა და სასამართლო პროცესის დაწყება.

ლომი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომების ან არასწორად წარმართული საქმეების გამოსწორება. გამოიჩინეთ მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა, რათა არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. მართალია, მოგიხდებათ გარშემომყოფთა კრიტიკის მოსმენა, მაგრამ არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია დაფიქრდეთ, იქნებ თვითონ იქცევით არასწორად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაიცავით დიეტა და მოაწყვეთ განტვირთვის დღეები, რათა ორგანიზმმა შეძლოს დასვენება და დახარჯული ენერგიის აღდგენა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, საიდუმლოდ შეინახეთ გეგმები და გადაწყვეტილებები, რადგან ბევრი ეცდება ხელის შეშლას.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენერგია, შრომის უნარი და შეუპოვრობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ახალი პროექტების ჩამოყალიბებისა და რეალიზაციისთვის, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. არაა გამორიცხული პარტნიორებმა მოულოდნელად თქვან უარი საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც გაიძულებთ საკუთარ თავზე აიღოთ მათი საქმის შესრულება და პრობლემების მოგვარება. არ ღირს სხვის იმედზე ყოფნა, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს.

სასწორი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს თავის გამოდება და ჯანმრთელობის საზიანოდ ზედმეტად გადატვირთვა. შეასრულეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეები, მოერიდეთ რისკს და ავანტიურულ მოქმედებებს. უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, რომელთაც მანამდე ვერ ამჩნევდით. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, არ ღირს კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. კარგი პერიოდია წარსულის გააზრებისა და აწმყოს მოწესრიგებისთვის, ისარგებლეთ პაუზით და ზუსტად განსაზღვრეთ პრიორიტეტები, რადგან არაა გამორიცხული მოგიწიოთ ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენერგია, შეუპოვრობა და შრომის უნარი. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. კარგი პერიოდია კონკურსებსა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის, რადგან იღბალი თქვენს მხარეს იქნება. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. ძალიან გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტურად შეფასება, სწრაფად და გონივრულად მოქმედება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არაა გამორიცხული პარტნიორების მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა თქვენც გაიძულოთ გეგმების რადიკალურად შეცვლა.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ დრო მუშაობასა და დასვენებაზე, რადგან გადაღლილს ძალიან გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ სულსწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ასე არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ პარტნიორებსაც აზარალებთ. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეების მოწესრიგებას, რათა მოულოდნელად არ შეგექმნათ პრობლემები.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მოიმატებს თვითრწმენა, რაც სიტუაციის გაკონტროლებასა და საქმეების თქვენს სასიკეთოდ წარმართვაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი ნაცნობების და საიმედო პარტნიორების შეძენისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, დეტალურად შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. იმოქმედეთ პრაგმატულად, მხოლოდ რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით და არა საკუთარი სურვილებითა და ილუზიებით. კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, თუმცა არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა, რადგან ბევრი ეცდება თქვენს ხარჯზე სარგებლის ნახვას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შემოსავალი მანამდე შესრულებული საქმიდან.

თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ამ კვირის ფავორიტიც თქვენ ხართ. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი საქმეების დასრულებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ენდეთ ინტუიციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ პოზიტიური პერიოდი, მოაწესრიგოთ საქმეები და განახორციელოთ ის ცვლილებები, რომელთაც მანამდე გაურბოდით, თუმცა არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და ყველა საქმის ერთდროულად კეთება.

გეომაგნიტური დღეები – 25, 27, 28 თებერვალი და 1-ლი მარტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები