LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე: გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ, რომ ნამდვილად ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში

125

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ უყურებდნენ სკეპტიკურად ბათუმში გამართულ MAROON 5-ის კონცერტს კერძო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც მიხეილ გიორგაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, სწორედ ეს იყო ხარვეზების ერთ-ერთი მიზეზი.

მისი განმარტებით, ბევრი ადამიანი ეჭვის თვალით უყურებდა იმ საკითხს, რომ ამ ღონისძიებაზე ბათუმში ბევრი სტუმარი ჩავიდოდა.

„ალბათ, გახსოვთ სხვადასხვა წყაროდან გარკვეული სკეპტიციმი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ სულ ვამბობდით რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავა. 40 ათასამდე ვიზიტორი ჩავიდა ბათუმში. კოორდინაცია იყო ძალიან ინტენსიური, კომუნიკაცია – ყოველდღიური. მე არ მგონია, რომ ის სირთულეები რაც შეიქმნა, იგივე ვთქვათ კვების ობიექტებთან დაკავშირებით, კოორდინაციის ბრალი იყო, უბრალოდ თავად კერძო სექტორი უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა ამას. გარკვეული სკეპტიციზმი ალბათ, არსებობდა ამ სექტორშიც. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ სჯეროდათ რომ ნამდვილად ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში, რადგან გაყიდული ბილეთების რაოდენიბიდანაც ჩანდა ეს ძალიან კარგად, პატარა სასტუმროები იყო გდავსებული და დაკონსერვებული მშენებლობებიც კი გაიხსნა“ – განუცხადა „ფორტუნას“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ეს პოზიტიური გამოცდილებაა, მსგავსი ხარვეზები კიდიდი ღონისძიების ჩატარებისას შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებიც დაფიქსირდეს.

„გარწმუნებთ რომ ყველა არც ისე დიდ ქალაქში, განვითარებულ ქვეყნებშიც, როცა დიდი ღონსძიებები ტარდება, გარკვეული შეფერხებები ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანების ჩასვლისას ფიქსირდება. ამსიგან დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას. მომავლში კიდევ უფრო მომზადებული დახვდება ბათუმი ან სხვა ქალაქი ღონისძიებას. დახვეწის პროცესი შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავრია, ჩვენ ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე“ – აღნიშნა გიორგაძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას – სპეციალური კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი იქნება, გიორგაძის თქმით, კულტურის სამინისტრო ამ კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

„მიზანი ამის არის, ის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის ძალისხმევა გაერთიანდეს და კერძო სექრტორის ჩართულობა იყოს მაქსიმალური ამ საკითხში“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები