LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა, გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა: ზურაბ ჩხაიძე

156
Untitled design

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა. ზურაბ ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ. გარე ძალები ექიმებს პაციენტთან მუშაობას დააცდიან.

„ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა, დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაციონი უფრო გაფართოვდა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ზურა ჩხაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკვები სააკაშვილის ოჯახმა მიიტანა.

„დიახ, ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის პაციენტზე მართლა მზრუნველი ექიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა აინტერესებს. ჩემი დიდი პატივისცემა ოჯახს, ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g