„მიხვედი მაცივართან და არ გახსოვს რისთვის? – Mindful ცხოვრება შეიძლება დემენციის პრევენცია იყოს!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.
ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ Mindful ცხოვრება უკვე აღიარებულია როგორც მეცნიერულად გამყარებული მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს და რეალურად ცვლის ტვინის სტრუქტურას:
„ყური აუწიეთ საკუთარ თავს! გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი ანარეკლია!“ – ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე მშობლებს მიმართავს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.
„მიხვედი მაცივართან და არ გახსოვს რისთვის? – Mindful ცხოვრება შეიძლება დემენციის პრევენცია იყოს!
ამ სტატიის დაწერა ჩემმა სტუდენტმა შთამაგონა, ახალგაზრდები ხომ ყელაზე ენერგიული და მომავლის თვალით მხედველი ადამიანები არიან.
გადავწყვიტე მომეძიებინა მასალები დემენციაზე და აღმოვაჩინე, რომ Mindful ცხოვრება – სწორედ ეს არის გამოსავალი! Mindful ცხოვრება შეიძლება დემენციის პრევენცია იყოს
Mindful ცხოვრება ნიშნავს შეგნებულად ყოფნას „აქ და ახლა“, შეიძლება მიიჩნიოთ რომ ეს არარეალურია, როგორ ვიყო აქ და ახლა, განა აქ არ ვარ ისედაც?! არა მეგობრებო, დღის დიდ ნაწილს ჩვენ თვითჰიპნოზში ან ტრანსში ვატარებთ. მაგალითად როდესაც მაცივართან მივდივართ და გვავიწყდება რისთვის მივედით, ტვირთი მიგვაქვს და უცებ ისე მძიმედ აღარ გვეჩვენება როგორც მანამდე, ან როდესაც ადამაინს ვესაუბრებით და სხვა ფიქრი შემოიჭრება გონებაში, ან ბევრს მივირთმევთ, რადგან მოულოდნელად გემოვნური თვისება გვეკარგება.
Mindful ცხოვრება ნიშნავს ყურადღების მიმართვას მიმდინარე გამოცდილებაზე ყოველგვარი შეფასების გარეშე. ეს არ არის მხოლოდ მედიტაცია ან ფსიქოთერაპიის დახმარებით გაცნობიერებით ფსიქიკური სტაბილურობის მიღწევა – ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ სტრესი, გავზარდოთ ემოციური ბალანსი და ვიცხოვროთ უფრო მშვიდად. ბოლო წლებში mindfulness გახდა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური კომფორტის ინსტრუმენტი, არამედ ნეირომეცნიერებით გამყარებული მეთოდი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ტვინის დაბერების წინააღმდეგ.
დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია ტვინის სტრუქტურის ცვლილებასთან, ქრონიკულ სტრესთან და ანთებით პროცესებთან. Mindfulness ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას და ზრდის კოგნიტურ რეზერვს, რაც იცავს ტვინს ასაკობრივი ცვლილებებისგან. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ რეგულარული mindfulness პრაქტიკა ზრდის ტვინის იმ უბნების მოცულობას, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე და ყურადღებაზე, მათ შორის ჰიპოკამპსა და პრეფრონტალურ ქერქზე. ეს უბნები პირველები ზიანდება ალცჰაიმერის დროს, ამიტომ მათი შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
2025 წლის მეტა-ანალიზმა, აჩვენა, რომ მედიტაცია აუმჯობესებს გლობალურ კოგნიტურ ფუნქციას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი კოგნიტური დარღვევა. West Virginia University-ის კვლევამ დაამტკიცა, რომ დღეში 12 წუთი მედიტაცია 12 კვირის განმავლობაში ამცირებს ბეტა-ამილოიდის დონეს – ალცჰაიმერის ბიომარკერს, ზრდის ტელომერაზის აქტივობას, რაც ანელებს უჯრედების დაბერებას, და აუმჯობესებს მეხსიერებას და ძილს. ევროპული პროექტი Medit-Ageing აჩვენებს, რომ ხანგრძლივი mindfulness პროგრამები ზრდის კოგნიტურ რეზერვს და შესაძლოა შეანელოს ასაკობრივი ტვინის დარღვევები.
Mindful ცხოვრების დაწყება რთული არ არის. საკმარისია ყოველდღიურად რამდენიმე წუთი სუნთქვითი ვარჯიშისთვის, mindful ჭამისთვის ან ეკრანისგან თავისუფალი დროისთვის. ყურადღების შეგნებული მიმართვა სიარულისას, მადლიერების პრაქტიკა და მცირე მედიტაციური სესიები ქმნის საფუძველს, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს სტრესს, არამედ რეალურად იცავს ტვინის ჯანმრთელობას.
Mindful ცხოვრება არ არის ჯადოსნური წამალი, მაგრამ მეცნიერება ადასტურებს, რომ ის ამცირებს დემენციის რისკ-ფაქტორებს, აუმჯობესებს ტვინის სტრუქტურას და ფუნქციას, ზრდის კოგნიტურ რეზერვს და შესაძლოა შეანელოს კოგნიტური დაქვეითება. დღეში 10–15 წუთიც კი საკმარისია, რომ დაიწყოთ ცვლილება და გააძლიეროთ თქვენი ტვინის დაცვა.
როგორ დავიწყოთ Mindful ცხოვრება?
1. სუნთქვითი ვარჯიშები – 5 წუთი ღრმა სუნთქვა დილით.
2. Mindful ჭამა – ნელა ჭამა, ტელეფონის გარეშე.
3. Mindful სიარული – ყურადღება მიაქციეთ ნაბიჯებს, ხმებს, სუნს.
4. ეკრანისგან თავისუფალი დრო – დღეში მინიმუმ 30 წუთი.
5. მადლიერების პრაქტიკა – ჩამოწერეთ 3 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ.
Mindful ცხოვრება უკვე აღიარებულია როგორც მეცნიერულად გამყარებული მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს და რეალურად ცვლის ტვინის სტრუქტურას. დღეში 10 წუთიც კი საკმარისია, რომ დაიწყოთ ცვლილება“, – წერს მაგდა კოტრიკაძე.
მიხვედი მაცივართან და არ გახსოვს რისთვის? – Mindful ცხოვრება შეიძლება დემენციის პრევენცია იყოს! ამ სტატიის დაწერა ჩემმა…
Posted by Magda Kotrikadze on კვირა, 30 ნოემბერი, 2025
